თარიღი    დრო

ინფორმაცია თითქოს, ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებულ სამკაულს "აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა“ სიმართლეს არ შეესაბამება - ეროვნული მუზეუმი

საქართველო, თბილისი - 18:32 02.10.2019 408

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის შესახებ, თითქოს სამკაულს "აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა“, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნაულია, რომ როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან, კი კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

15:36 ვითიბი ბანკი მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%