თარიღი    დრო

პარლამენტში იწყება განხილვა საკანონმდებლო ინიციატივის - კანონებიდან ტერმინების - “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღება

საქართველო, თბილისი - 10:12 02.11.2019 99

დღეს, 11 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც კანონებიდან ტერმინების - “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითვალისწინებს.

„კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.მიუხედავად იმისა,რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება,რომელთა რიცხვში ქართული კულტურა და ეთნოფსიქოლოგიურითავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

საუბარია რვა კანონში შესატან ცვლილებაზე. ეს კანონებია: “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, “სისხლის სამართლის კოდექსი“, “შრომის კოდექსი“, “საჯარო სამსახურის შესახებ“, “მაუწყებლობის შესახებ“, “საერთაშორისო დაცვის შესახებ“, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და “პაციენტის უფლებების შესახებ“.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%