რუსთავში 29 წლის მამაკაცმა საკუთარი ძმისშვილი მოკლა. 13 წლის მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის დროს სახლში მხოლოდ დამნაშავე, მოზარდი და ბავშვის ბაბუა იმყოფებოდნენ. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად 29 წლის მამაკაცის ფსიქიკური აშლილობა სახელდება. გუშინ მას ოჯახში ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც მამაკაცი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებამ ის არ დაიტოვა და უკან გამოაბრუნა.
მოკლული ბავშვის მამა საზღვარგარეთ არის, დედა კი რუსთავში ცხოვრობს. მოზარდი ხან დედასთან იყო, ხან ბაბუასთან.
მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, დამნაშავე ადგილზე დააკავეს.