თარიღი    დრო

რუსული უსაფრთხოების სამსახური: რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზეთში ტერაქტები აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 17:31 11.10.2009 3176
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსმა მესაზვრეებმა აფხაზეთში, კერძოდ გულრიფშის რაიონში, იარაღის დიდი სამალავი აღმოაჩინეს. 

"იარაღის სამალავი სოფელ საკენში, მიტოვებულ სახლში აღმოჩნდა. ხელის ყუმბარმტყორცნი და 100 გასროლაზე მეტი საკმარისი იარაღი აღმოჩნდა", _ იუწყება რუსული მედია და დასძენს, რომ "შეიძლება ითქვას, აღნიშნული აღმოჩენით, რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის ჩატარება აღკვეთეს".

"აღმოჩენილი საბრძოლო მასალის რაოდენობა და მდგომარეობა იძლევა საშუალებას, ითქვას, რომ ის პირები, რომლებმაც აქ იარაღის სამალავი გააკეთეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდნენ, მდგომარეობის დესტაბილიზაციის მიზნით", _ იუწყებიან რუსი მესაზღვეები.

მათი ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრებმა აღნიშნული იარაღის სამალავი "საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ამოცანების შესრულებისას აღმოაჩინეს".

"აღნიშნული სამალავის აღმოჩენისას, არც ერთი რუსი მესაზღვრე არ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები იმ პირთა დასადგენად, ვინც იარაღის აღნიშნული სამალავი გააკეთა. ნაპოვნი საბრძოლო მასალა კი დადგენილი წესის მიხედვით განადგურდება", _ იუწყება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%