თარიღი    დრო

მოწოდება "ძირს ამერიკა!" ეხება არა რიგით ამერიკელებს, არამედ ტრამპს, პომპეოსა და ბოლტონს - აიათოლა ალი ხამენეი

საქართველო, თბილისი - 14:41 02.08.2019 245

ლოზუნგი „ძირს ამერიკა!“ მიმართულია ისეთი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, როგორებიც არიან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო", - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„ძირს ამერიკას!“ ნიშნავს ტრამპის, ჯონ ბოლტონისა და პომპეოს წინააღმდეგ მოქმედებას. ეს ნიშნავს - ძირს ამერიკის ხელისუფლება“, - აღნიშნულია ხამენეის ოფიციალურ ვებ-გევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„უბრალო ხალხს ეს ლოზუნგი არ ეხება, თუმცა  ის აქტუალური იქნება მანამდე, ვიდრე აშშ-სთვის დამახასიათებელი იქნება ნაძირლობა და ბოროტება“, - აღნიშნა ხამენეიმ.

აიათოლა ხამენეი ისლამური რევოლუციის 40 წლისთავთან დაკავშირებით ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ ეს ლოზუნგი „ძირს ამერიკას!“ იყო 40 წლის წინანდელი ანტიმონარქიული მოძრაობის მთავარი მოწოდება.

1979 წელს რევოლუციის შედეგად ირანში დაემხო ფეჰლევების დინასტია და ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა.

რევოლუციის წლისთავი ტრადიციულად თებერვლის დასაწყისში აღინიშნება და ატარებს სახელწოდებას „განთიადის ათი დღე“. ღონისძიების აღნიშვნა 1 თებერვალს იწყება, როდესაც ანტიმონარქიული მოძრაობის ლიდერი იმამი აიათოლა რუჰოლა ჰომეინი გადასახლებიდან დაბრუნებდა და 11 თებერვალს სრულდება, როდესაც შეირაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%