თარიღი    დრო

საფრანგეთმა იტალიიდან ელჩი გაიწვია

საქართველო, თბილისი - 18:23 02.07.2019 342

პარიზმა რომიდან გაიწვია საფრანგეთის ელჩი და მიზეზად იტალიის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ხშირი და გაუმართლებელი თავდასხმები დაასახელა. ამავდროულად, პარიზი მოუწოდებს რომს დაუბრუნდეს მეგობრული ურთიერთობების ჩარჩოებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„საფრანგეთი ბოლო თვეების განმავლობაში ხშირი, უსაფუძვლო, გაუმართლებელი და აღმაშფოთებელი თავდასხმების სამიზნეა“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იტალიის მხრიდან განხორციელებული თავდასხმები უპრეცენდენტოა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.

„ერთია გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებით მანიპულირება საარჩევნო პერიოდში ელექტორატზე, სრულიად მიუღებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ორი მოადგილე, მატეო სალვინი და ლუიჯი დი მაიო, მხარს უჭერენ საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს და აქეზებენ პრეზიდენტ მაკრონის წინააღმდეგ.

„ყველა ეს ქმედება ქმნის შემაშფოთებელ ეჭვს იმისას, რომ იტალიის მთავრობა საფრანგეთის შიდა საკითხებში ჩარევას ლამობს“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%