თარიღი    დრო

ნანა ჯანელიძე ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

საქართველო, თბილისი - 10:15 02.07.2019 230

რეჟისორი ნანა ჯანელიძე ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იტყობინება, ფილმის გადაღებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ფილმის სამუშაო სათაურია - "ლესია უკრაინკა.ტყის პირი (უზლისია)" და იგი პოეტი ქალის ცხოვრების ისტორიის შესახებ გვიყვება.

ფილმის კრეატიული პროდიუსერი და იდეის ავტორია იულია სინკევიჩი (JS Films, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი), ხოლო თანაპროდიუსერი - მარია მოსკალენკო (FX FILM Georgia).

ლარისა პეტრივნა კოსაჩ-კვიტკა, ცნობილი ლიტერატურული ფსევდონიმით ლესია უკრაინკა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტი და წამყვანი მწერალი ქალია უკრაინულ ლიტერატურაში. ლესია უკრაინკას საქართველოსთან კავშირი 1903 წელს დაიწყო, როდესაც ის თავის მომავალ მეუღლესთან ერთად საქართველოს ეწვია. შემდეგი წლების განმავლობაში იგი რამდენიმე ზამთარს იმყოფებოდა ეგვიპტეში, ხოლო დანარჩენ დროს ცხოვრობდა საქართველოში. მიუხედავად მძიმე სენისა და სარეცელს მიჯაჭვისა, ლესიამ ხანმოკლე სიცოცხლეში თავისი უმცროსი დისთვის დაწერა სახელმძღვანელო-“აღმოსავლეთის ძველი ხალხების ისტორია”, რომელშიც ვრცლად გააშუქა კავკასიისა და საქართველოს ისტორია.  ლესიამ ისწავლა  ქართული ანბანი, გაეცნო “ვეფხისტყაოსანს”. “რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას, მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”, - ამბობდა ლესია.  1913 წლის 9 ივლისს სურამში ჩასული ლესია ახლობლებთან ერთად დაბინავდა ზინდისის გორაკზე აგებულ პატარა სახლში, ექიმ პაშიკოს ავადმყოფის მოვლაში ეხმარებოდა იქაური მცხოვრები სოფიო ცუცქირიძე. პოეტი 1913 წლის 19 ივლისს (1-ლ აგვისტოს) გარდაიცვალა. მისი ნეშტი წასვენებული იქნა სამშობლოში და დაიკრძალა კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%