თარიღი    დრო

საფრანგეთში 24 აპრილი სომეხთა გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღედ გამოცხადდება

საქართველო, თბილისი - 14:22 02.06.2019 245

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 24 აპრილი სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ მაკრონმა საფრანგეთში სომეხთა ორგანიზაციების კოორდინაციული საბჭოს ყოველწლიურ ვახშამზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სომხების გენოციდი დაგმო. „ფრანგი სომხების ისტორია ეს საფრანგეთის ისტორიაა და რამდენადაც სომხების გენოციდი ჩვენი ხსოვნის ნაწილია, ამ ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, თქვენთან ერთად მთელი ძალით ვიბრძოლებთ მისი უარყოფის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, რომელიც შეურაცხყოფს გარდაცვლილების ხსოვნას და ცოცხლების ღირსებას“, - აღნიშნა მაკრონმა.

„დღეს თურქეთის პრეზიდენტი არ იზიარებს საფრანგეთის ხედვას და ჩვენს ფასეულობებს მოცემულ კონტექსტში“, - განაცხადა მაკრონმა.

მან აღნიშნა, რომ  პრეზიდენტი ერდოღანი თურქი ხალხი არ არის და რომ საფრანგეთის პრეზიდენტი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ერდოღანი დიალოგზე დაითანხმოს.

24 აპრილს სომხეთში სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. 2015 წლის 24 აპრილს დაიწყო ოსმალეთის იმპერიიდან სომხების დეპორტაცია.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%