თარიღი    დრო

აჭარის მთავრობის ჩართულობით და წითელი ჯვრის თანადგომით აჭარაში ჰუმანიტარული მისია განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 17:23 02.05.2019 578

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა.  აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, აჭარის მთავრობის ჩართულობითა და წითელი ჯვრის თანადგომით, ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ.  

ჰუმანიტარული ამანათი უკვე გადაეცა  შუახევისა და ხულოს მოსახლეობას, პროცესი ეტაპობრივად გრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებში.   ამანათები მოიცავს 106 ათასი ლარის ღირებულების  ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს როგორც ზრდასრულებისთვის,  ასევე ბავშვებისთვის.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი. ჩვენს ქვეყანაში თავის საქმიანობებს ახორციელებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით. წითელი ჯვრის მთავარი მისიაა დაეხმაროს  ადამიანებს საგანგებო სიტუაციებით და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%