თარიღი    დრო

ბავშვების გაყიდვა არის ძალიან სწორი ბავშვებისთვის - ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:28 01.25.2019 2976

მე მგონია, რომ ბავშვების გაყიდვა არის ძალიან სწორი ბავშვებისთვის, - ამის შესახებ გირჩის ერთერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, თავის Facebook გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი" განათლების ექსპერტთან, სიმონ ჯანაშიასთან, დებატებისას თქვა. მეგრელიშვილი მშობლის უფლების გაყიდვის შესახებ საუბრობს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს მისი აღზრდის სურვილი ან საშუალება არ აქვს.

“მე მგონია, რომ ბავშვების გაყიდვა არის ძალიან სწორი ბავშვებისთვის. ანუ, ვინც აპირებს შვილის ყოლას, ხომ ნათელია, რომ ბავშვი იმას უნდა ჰყავდეს? როგორ შეიძლება ბავშვის გაყიდვის აკრძალვა? ბავშვების გაყიდვის უფლებას ვემხრობი იმიტომ, რომ ბუნებრივია, რომ ბავშვი არის ისეთი საშუალება, არსება, რომელიც უნდა მოხვდეს ყველაზე მზრუნველი ადამიანის ხელში. ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების ამოცანა. ზრდასრული ადამიანის ყიდვა იმიტომ არ უნდა შეიძლებოდეს, რომ ზრდასრული ადამიანი უკვე საკუთარ თავზე პასუხისმგებელია. ბავშვს სჭირდება ადამიანი, მომვლელი, რომელიც იტვირთებს პასუხისმგებლობას. ადამიანი თავისუფალია ბუნებით, რომლის გაყიდვა არის შეუძლებელი ანუ ადამიანმა შეუძლებელია საკუთარი თავი მონად გაყიდოს, უბრალოდ, შეუძლებელია, ტყუილი კონტრაქტია. ბავშვი არ არის სრულფასოვანი ადამიანი, ბავშვი შეიძლება, გაყიდო იმიტომ, რომ ამ ბავშვს მოუარო 18 წლამდე ანუ მის სრულწლოვანობამდე” , - თქვა მეგრელიშვილმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%