თარიღი    დრო

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 20:25 01.21.2019 428
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება. 
ვიზიტის ფარგლებში დაგგემილია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, ასევე მოლაპარაკებები ბიზნესლიდერებთან და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან. 
მთავრობის მეთაურის განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. 
“შეხვედრა გვექნება რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც აქტიურად განიხილავს და გეგმავს საქართველოში ინვესტირებას. მოლაპარაკებები გაიმართება იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში თავიანთი საერთაშორისო ოფისების გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც  მიმდინარე წლის  მეორე ნახევრიდან ამოქმედდება და რომლის თანახმად ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან თავიანთ მთავარ ოფისებს და რეგიონს მოემსახურებიან. ამასთან ერთად, გვექნება შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებზეც ვიმსჯელებთ საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებზე, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით. ვფიქრობ, ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ვიმედოვნებ - ნაყოფიერი”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 



konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

15:36 ვითიბი ბანკი მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%