თარიღი    დრო

პრემიერმა ლიეტუვაში დაკრძალული ქართველი კაპიტნის, დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველო, თბილისი - 18:10 01.21.2019 126

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ  გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კაპიტნის, დავით (დათიკო) მაჭავარიანის ხსოვნას. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე არტილერიის კაპიტანი 1918 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. 1918-1921 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც საქართველო თავისი საზღვრებისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად აწარმოებდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასული დათიკო მაჭავარიანი პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა, სადაც მოგვიანებით მაიორის წოდება და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. დაკრძალულია ვილნიუსის სამხედრო სასაფლაოზე, ლიტვის თავისუფლებისთვის დაცემულთა ხსოვნის მემორიალთან.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%