თარიღი    დრო

საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 11:14 01.12.2019 115

2019 წლის 11 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევითი ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ინდოეთის მხრიდან - ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სამინისტროს დამატებითი მდივანი და ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი ბიდიუტ ბეჰარი სვეინი.
შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა დოკუმენტს აღნიშნული კვლევის დასრულებასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ექნება პოზიტიური ეფექტი მხარეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და ორმხრივ საქონლით ვაჭრობაზე, ასევე დადებით გავლენას იქონიებს მომსახურებით ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობაზე, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, კვლევის მთავარი შედეგის მიხედვით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განხორციელებადი და ორმხრივად მომგებიანი იქნება. ეს დასკვნა ეფუძნება საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობის და ინვესტიციების პოტენციალის შეფასებას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული კვლევა იძლევა რეკომენდაციას მხარეებმა სავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზით დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.
ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის ბიდიუტ ბეჰარი სვეინის განცხადებით, "ჩვენ შევაჯერებთ კვლევის შედეგებს და მას შემდეგ, რაც ინდოეთისა და საქართველოს მთავრობები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, რომ მალევე დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობას."
შესაბამისად, კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს და ინდოეთის მხარეები შეთანხმდნენ, უმოკლეს ვადაში განახორციელონ შესაბამისი შიდა პროცედურები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიზნით.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ინდოეთში ექსპორტის შესაძლო ზრდა განისაზღვრა ისეთ სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მადნები, წიდა და ნაცარი, მეტალურგიული ნაწარმი, სამედიცინო პროდუქცია, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ. ხოლო, ინდოეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდა ნავარაუდებია შემდგომ პოზიციებზე: ცემენტი, მადნები, მინერალური საწვავი, პლასტმასის ნაწარმი, ელექტრომოწყობილობები და სხვა.
მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით კვლევის მიხედვით, ურთიერთმომგებიანი სავაჭრო პოტენციალი არსებობს ბიზნეს და პროფესიონალური მომსახურების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული, ტურიზმის, აუდიო-ვიზუალური და მომსახურების სხვა სექტორებში.
გარდა ამისა, ინვესტიციების სფეროში კვლევა გამოყოფს ინდოეთიდან საქართველოში ინვესტიციებისათვის მიმზიდველ პოტენციურ სექტორებს, მათ შორის ფერმერული მეურნეობის, ფარმაცევტულ, მეტალურგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის, აუდიო-ვიზუალურ, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი და სხვა სექტორებში. საქართველოდან ინდოეთში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებს წარმოადგენს ტურიზმის, განათლებისა და მეღვინეობის სექტორები.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%