თარიღი    დრო

ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის, ან შეშინებული კომფორმისტია - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

საქართველო, თბილისი - 22:25 01.11.2019 317

"უკრაინის ავტოკეფალია ესაა რუსული საეკლესიო და იდეოლოგიური იმპერიალიზმის დასამარების დასაწყისი. ეს ელემენტარული საკითხია. ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კომფორმისტია", - დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებულ კომენტარს ეხმიანება.

"ორივე ცუდია, რადგან მამულიშვილობა და ქრისტიანობა ვერც შიშს გუობს და ვერც მონობას, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების და ეკლესიების თავისუფლებას და წარმატებას საერთო მტერი ჰყავს იმპერიული რუსეთის და მისი საპატრიარქოს სახით. დღეს საქართველოს ზედა ეშელონებში წამოსკუპებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორია ულმობელ მსჯავს დაადებს მათ და სერგო ორჯონიკიძეების და დიმიტრი აბაშიძეების გვერდით, სამარცხვინო ბოძზე მიუჩენს მათ სახელებს ადგილს.

რუსული იდეოლოგიური მანქანა ყოველნაირად ცდილობს შეაფერხოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობის და აღიარების პროცესი, მაგრამ მათი გავეშებული ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია, მოსახდენი მოხდა: კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინას, ვითარცა დედა-ეკლესიმ შვილ-ეკლესიას, მიანიჭა ავტოკეფალიის ტომოსი კანონიკური პროცედურების სრული დაცვით.

დანარჩენი არჩევანის საკითხია: ან თავისუფლების მხარე, ან ბნელი იმპერიული მკვლელი რუსეთი. საინტერესოა, რა სინდისით უნდა ყოფილიყო მოსკოვის პატრიარქი კირილე უკრაინის პატრიარქი, როდესაც ის და მისი საპატრიარქო სრულ მხარდაჭერას უცხადებდა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიაში? ამიტომაც ღმერთმა დაუშვა ის, რასაც მრავალი წელი ელოდა შეგნებული მართლმადიდებელი ერი უკრაინისა.

ნუ მიულოცავს პრეზიდენტად წოდებული (თუ დანიშნული) ზურაბიშვილი უკრაინას, მისი სიტყვას საქართველოში არ აქვს წონა და უკრაინაში ვის სჭირდება? ნურც ოცნების ხელისუფლების რომელიმე წევრი. დაე, უფრო ცხადი გახდეს, რომელ მხარეს დადგნენ ისინი და რომელ ძალას ემსახურებიან", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას ვერ მიულოცავს ავტოკეფალიის მინიჭებას, რადგან ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%