თარიღი    დრო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ტელეკომპანია "mtv"-ის პარტნიორი ბრიტანული კომპანია "ნეონ ენჯელთან" ითანამშრომლებს

საქართველო, თბილისი - 19:01 01.11.2019 398

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამერიკული ტელეკომპანია "mtv"-ის პარტნიორი ბრიტანული კომპანიის "ნეონ ენჯელ"-ის წარმომადგენლებს რიჩარდ კორამს და გორდონ ადგის შეხვდა.

შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. საუბარი ასევე აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, ზოგადად საინვესტიციო პროცესებს და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.

წამყვანი ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლები აჭარის ტურისტული პოტენციალით არიან დაინტერესებულები. მათ შეხვედრაზე ამ მიმართულებით ერთობლივი საქმიანობის მზაობა გამოთქვეს.

მხარეებმა ასევე ეკონომიკისა და კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები თორნიკე კუჭავა და არჩილ ვანაძე და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქრისტინე ძიძიგური ესწრებოდნენ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%