თარიღი    დრო

შრომის ბაზრის კვლევას ოთხი უნივერსიტეტი ჩაატარებს

საქართველო, თბილისი - 16:58 01.11.2019 1088

განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების თანხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე აკადემიური პროგრამების მიხედვით ოთხი უნივერსიტეტის დაკვეთით საქართველოს შრომის ბაზრის კვლევა ჩატარდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა - დავით ჩერქეზიშვილმა, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)“ რექტორმა - მაკა იოსელიანმა, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" რექტორმა ილიას ჩილოღლუმ და „კავკასიის უნივერსიტეტის" რექტორმა - კახა შენგელიამ მოაწერეს ხელი. საქართველოში, რეგიონების ჩათვლით 2000-მდე ინტერვიუერის გამოკითხვის შედეგად დადგინდება რა ტიპის ცოდნაზე, უნარებსა  და კომპეტენციებზეა მოთხოვნა დამსაქმებელთა მხრიდან, შესაბამისი მიმართულებით რა გამოწვევებია დასაძლევი სასწავლო პროგრამების განვითარებისათვის  და განათლების სისტემის  ეფექტიანი ადმინისტრირებისთვის. აღნიშნული პროექტის თანახმად განათლების დარგების მიხედვით კვლევის მასშტაბი და ამ მიზნით საქართველოს უნივერსიტეტების მხრიდან ერთობლივი კონტრიბუცია პირველი პრეცედენტია საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში.

კვლევას, რომელიც განხორციელდება პროექტის „GICE Partnership“  ფარგლებში  ააიპ ,,საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი" ჩაატარებს.   




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%