თარიღი    დრო

15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 16:25 01.10.2019 110

ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები, - ამ სახის სამშენებლო პროდუქციაზე 2019 წლის 15 იანვრიდან ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება, რომელიც  ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე  ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ ბაზარზე წარმოდგენილი გარკვეულ  სამომხმარებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე ზედამხედველობის კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულება აიღო.

რეგლამენტი განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორების (მწარმოებელი; მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი; იმპორტიორი; დისტრიბუტორი) ვალდებულებას, უზრუნველყონ სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან. რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით.  შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

აღნიშნული პროდუქციის ზედამხედველობა განხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, რომელიც  შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს სათანადო რეაგირებას - შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორებს დაავალდებულებს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიმართ შემდეგი შემზღუდველი ღონისძიებების გატარებას პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა და განადგურება.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური რეგლამენტი თავდაპირველად 2018 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ორი თვით მისი მოქმედების გადავადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სამშენებლო ზედამხედველობის პროცესის ამოქმედების შემდეგ, გამოვლინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტის მიღებამდე მოხდა ინტენსიური საინფორმაციო  კამპანიის წარმოება სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი კერძო სექტორის სრულად  ინფორმირებისთვის. იმპორტიორთა ნაწილისთვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც შექმნა გარკვეული სახის პრობლემები საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა რეგლამენტის მოქმედების ვადის შეჩერება 2019 წლის 15 იანვრამდე.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%