თარიღი    დრო

ნიკოლოზ გაგუა: მსოფლიო ბანკის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში

საქართველო, თბილისი - 15:09 01.10.2019 92

"მსოფლიო ბანკის საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს, საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და 2019-2021 წლებში დაგეგმილი ინიციატივები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშის კომენტირებისას.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში საშუალო ზრდა 5.1 პროცენტი იქნება.

„ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ენდობიან ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და მმართველობით სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, მიუხედავად, ზოგადად, რეგიონში მიმდინარე პროცესებისა. მსოფლიო ბანკის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში. ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური პოლიტიკა, გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდეს მომავალ პერიოდშიც," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ, ასევე, ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%