რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს ყალბი ამბების გავრცელებასა და ხელისუფლებისადმი უპატივცემლობას.
კანონპროექტი კრძალავს არასანდო საინფორმაციო საშუალებების მიერ ყალბი ამბების გავრცელებას და დასაშვებად მიიჩნევს ხელისუფლებისადმი მკაფიო უპატივცემლობით გამოხატული მასალების შეზღუდვას.
გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია რომ შეიზღუდება მასალები, რომელიც საზოგადოების, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლოების, კონსტიტუციისა და სახელმწიფო ძალაუფლების განმახორციელებელი ორგანოების მიმართ მკაფიო უპატივცემლობას გამოხატავს.
კანონის დამრღვევთათვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან პატიმრობა, „მკაფიო უპატივცემლობის“ ხარისხისა და მასშტაბების გათვალისწინებით.
კანონპროექტი საბოლოოდ დუმას გადაეცემა დასამტკიცებლად.