მექსიკაში, საზღვრისპირა ქალაქ ნუევო ლარედოში, რომელიც აშშ-ის საზღვართან მდებარეობს, მექსიკელმა სამართალდამცავებმა 20 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მათ შორის 17 დამწვარია. ინფორმაციას "Reuters" ავრცელებს.
დამწვარ სხეულებთან ახლოს აღმოჩნდა 5 დამწვარი სატრანსპორტო საშუალება.
ქალაქი ნუევო ლარედო მექსიკის შტატ ტამაულიპასში მდებარეობს. ტამაულიპასი ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ შტატად ითვლება მექსიკაში, რომელსაც ფაქტობრივად კრიმინალური ბანდები აკონტროლებენ და ხშირად გამხდარა კრიმინალებისა და პოლიციის ბრძოლის ადგილად.
ბოლო წლების განმავლობაში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის გამო, ტამაულიპასის შტატში ასობით ადამიანი დაიღუპა.
ნარკოომი (Drug War) მექსიკაში - მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი კონკურენტ ნარკო კარტელებს შორის, რომლებიც ებრძვიან ერთმანეთს რეგიონული კონტროლისთვის და ასევე მექსიკის სამთავრობო ძალებს და შეიარაღებულ სამოქალაქო ჯგუფებს. 2006 წლიდან, როდესაც მექსიკის სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, მთავრობის ძირითადი მიზანი იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებული ძალადობის ჩახშობა.