თარიღი    დრო

პოლიტიკური ბომჟის პოზიციაშია დღეს ხელისუფლება - ხუხაშვილი

საქართველო, თბილისი - 21:32 01.03.2019 325

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბრობს. საქმე ეხება „ქართულ ოცნებასთან“  დაახლოებული პირის,  გია აბაშიძის განცხადებას, სადაც ის ბესელიას „ომეგა ჯგუფთან“ კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

„ვიღაცის ვირეშმაკულად მოფიქრებული სქემაა, რომ ოქუაშვილი ჩაუდონ ბესელიას. ანუ სხვისი პრობლემა გადმოიტანონ ბესელიაზე და ილუზია აქვთ, რომ ამით დაავიწყდებათ რეალური ანატომია რა იყო ოქუაშვილის საქმის. ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანები გადაწყვიტოს არ აქვს და ძირითადად დაკავებულია ნაგავში ქექვით. პოლიტიკური ბომჟის პოზიციაშია დღეს ხელისუფლება. ერთადერთი რაც დარჩენია საკუთარ ნაგავში იქექოს, მეტი არაფერი“, - ამბობს პოლიტოლოგი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ექპერტმა გია აბაშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეკა ბესელიამ დიდი ოდენობით ქრთამი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსგან აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინდა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა. ეკა ბესელიამ ბრალდებას ლონდონიდან უპასუხა და აღნიშნა, რომ გია აბაშიძეს ამის დაწერა დაავალეს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%