თარიღი    დრო

შევალ და ვნახავ, არის თუ არა ჩემი ადგილი გუნდში - გედევან ფოფხაძე

საქართველო, თბილისი - 12:06 01.03.2019 399

 შევალ და ვნახავ, არის თუ არა ჩემი ადგილი გუნდში , - ამის შესახებ განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც  პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს.

„შევალ სხდომაზე და ვნახავ არის თუ არა ჩემი ადგილი ამ გუნდში. არა მგონია საკითხის დღეს ასე დაისვას და თუ ვინმე დასვამს ეს იქნება არასწორი. იმედი მაქვს, არსებით საკითხებს არ გადავიტანთ კერძო, პირად საკითხებზე. ეს არ იქნება სწორი“, - თქვა ფოფხაძემ.

რაც შეეხება, სხდომაზე განსახილვევ საკითხებს, ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები. მისი თქმით, ამ თემიდან აქცენტების გადატანა სწორი არ იქნება.

„ჩვენთვის მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები და პარლამენტის დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებაში. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი იყო განმსაზღვრელი და პრინციპული. ახლა, ფრაქციის ფარგლებში რატომ არ შეიძლება ამ საკითხზე საუბარი? მიზანი არის უბრალოდ, ის, რომ უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყვნენ ღირსეული ადამიანები. ეს საკითხი დაისვა დღის წესრიგში. არაფერი ქვეტექსტი ამ საკითხს არ ჰქონია. შესბამისად, მე არ მგონია, ახლა აქცენტების გადატანა სწორი იყოს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე პარტიაში არსებული განხეთქილება და დაპირისპირება განიხილება. დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მოჰყვა, რის გამოც ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დანამდებობა დატოვა.  ბესელია და მისი მხარდამჭერები უმრავლესობიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის სრულად შეცვლას და სიის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეაჩერა.

ეკა ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაუგებარი უწოდა.  როგორც მან აღნიშნა, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს. მისი თქმით, ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდ წილად პარტიის შიდა სამზარეულოა.

ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას გუნდურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში. მისივე თქმით, გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს.

 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%