თარიღი    დრო

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 18:04 12.26.2018 280

უკრაინაში საომარი მდგომარეობა დასრულდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისი თქმით, რომ არა საპრეზიდენტო არჩევნები, რადას სამხედრო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მიმართავდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის აგრესია არსად გამქრალა. თქვენთან გულწრფელი ვიქნები, რომ არა არჩევნები, უმაღლეს რადას მივმართავდი სამხედრო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“, - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის ათ ოლქში სამხედრო მდგომარეობა 26 ნოემბერს გამოცხადდა.

შესაბამისი გადაწყვტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინულ სამხედრო გემებს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო, 24 მეზღვაური კი რუსულ მხარეს ამ დრომდე ჰყავთ დატყვევებული.

უკრაინამ მოსკოვი გაეროს კონცვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, მოსკოვმა კი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს კიევის პროვოკაცია უწოდა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%