თარიღი    დრო

რა მოხდა ასტრონომიაში 2018 წელს? ყველა მნიშვნელოვანი ამბავი ერთ სტატიაში| GHN

საქართველო, თბილისი - 03:44 12.21.2018 1118

ასტრონომიის მოყვარულებისთვის 2018 წელი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. "ჯი-ეიჩ-ენმა" 2018 წელს ასტრონომიაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენები შეაგროვა. რთულია გამოყო ამ ჩამონათვალში ინფორმაციაა, რომელიც ყველაზე მასშტაბურია, ასე რომ გთავაზობთ მოვლენებს ნუმერაციის გარეშე:

  • 2018 წლის პირველ თებერვალს, გამთენიისას, მსოფლიო სამი უნიკალური მოვლენის მომსწრე გახდა. სუპერმთვარე, მთვარის დაბნელება და ე.წ ლურჯი მთვარე მსოფლიო სხვადასხვა წერტილიდან გამოჩნდა. ასეთი რამ ბოლოს 1982 წელს მოხდა და 2037 წელს განმეორდება. ყველაზე კარგად ეს მოვლენა ჩრდილოეთ ამერიკიდან, ალიასკადან და ჰავაის კუნძულებიდან ჩანდა

lunar eclipse-ის სურათის შედეგი

  • ილონ მასკის კომპანია SpaceX- მა გიგანტურ რაკეტა Falcon Heavy და წთელი "ტესლა"კოსმოსში გაუშვა. მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს პირდაპირ ერთერში შეეძლო ამ მოვლენის ცქერა. Falcon Heavy კერძო კომპანიის, Space X-ის მიერ დამზადებული ყველაზე დიდი რაკეტაა და მას დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია. ამ რაკეტის ტვირთი მასკის 2008 წლის წითელი Tesla Roadster-ია. უძლიერეს რაკეტას წინამორბედებისგან ისიც გამოარჩევს, რომ გამშვები რაკეტების გამოყენება მრავალჯერაა შესაძლებელი. შესაბამისად, ეს არის ისტორიაში ყველაზე დაბალბიუჯეტური რაკეტა, რომელსაც შეუძლია 7 თვეში, წითელ პლანეტა მარსზე ადამიანები ჩაიყვანოს.

დაკავშირებული სურათი

დაკავშირებული სურათი

  • 1970 წელს გაშვებულმა Voyager 2-მა მზის სისტემა დატოვა. 41 წლიანი უწყვეტი მოძრაობის შემდეგ მან 18 მილიარდი კილომეტრი გაიარა და მზის სისტემას გასცდა. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის მიერ შექმნილი რობოტი, ასე შორსიმყოფება და ე.წ. მზის პლაზმას სცდება. მეცნიერებმა მიაღწიეს ვარსკვლავთშორის ფაზას, სადაც მთავრდება ჩვენი მხის გავლენა.

voyager 2-ის სურათის შედეგი

  • 12 დეკემბერს, ნასას ხომალდი ასტეროიდ ბენუზე ჩავიდა და მასზე წყალიც აღმოაჩინა. ბენუ დროის კაფსულასავითაა. ასტეროიდი 4,5 მილიარდი წლისაა, იმ ასაკის, რაც - დედამიწა. მისი შემადგენელი ქიმიური ელემენტების კომპლექსური ფორმირება 10 მილიარდი წლის წინ დაიწყო, როდესაც მზის სისტემა სტრუქტურული ჩამოყალიბების ეტაპებს გადიოდა. შესაბამისად, მეცნიერებს სჯერათ, რომ ბენუ კვლავ ინახავს იმ უძველეს და უნიკალურ ქიმიურ ნაერთებს, რომელიც სიცოცხლის ფორმირების პროცესში გამოიყენებოდა. ბენუზე შეგროვებულ მასალებს ხომალდი ORISIS-REx 2021 წელს ჩამოიტანს

ORISIS-REx-ის სურათის შედეგი

  • ნასამ 22 ნოემბერს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 20 წლის იუბილე იზეიმა. პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციამ ISS-ს დაბადებისდღე იმით მიულოცა, რომ 2025 წლისთვის დაფინანსების მოხსნის წინადადება წამოაყენა. 2000 წლის ნოემბრიდან დღემდე, 18 ქვეყნიდან, 230-ზე მეტი მკვლევარი ეწვია ISS- ს. როგორც საერთაშორისო ლაბორატორიამ, 100-ზე მეტი ქვეყნიდან, 2500-ზე მეტი სამეცნიერო გამოკვლევა უზრუნველყო. ამერიკის შეერთებულ შტატებს, კოსმოსური სადგურის შენახვაშა ყოველწლიურად 3-4 მილიარდი დოლარი უჯდება.

iss-ის სურათის შედეგი

  • ჩინეთმა ახალი მისია – Chang’e-4 დაიწყო, რომლის ფარგლებში მთვარის ე.წ. ბნელი მხარის შესწავლა იგეგმება, ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Xinhua-მ გაავრცელაჩინეთის მისია უპრეცედენტო და ამბიციურია. ქვეყანა მიზნად ისახავს 2030 წლისთვის კოსმოსური ძალა გახდეს და ამ მხრივ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს დაეწიოს. ჩინეთი 2019 წელს კოსმოსში საკუთარი სადგურის აშენებასაც აპირებს. მთვარის ბნელი მხარე დედამიწისკენ არასდროს ექცევა, ამის გამო ჩინურ ხომალდებთან პირდაპირი კომუნიკაცია შეუძლებელია. რობოტებისგან სიგნალების მისაღებად ჩინეთი მათსავე გაშვებულ სატელიტ Queqiao-ს გამოიყენებს, რომელიც მთვარის ორბიტაზე რამდენიმე თვის წინ განთავსდა.

Chang’e-4-ის სურათის შედეგი

  • Opportunity Rover-მა გაიღვიძა! ნასას მეცნიერები 2004 წელს, წითელ პლანეტაზე გაგზავნილი როვერისგან პასუხს 8 თვე ელოდნენ და როდესაც ყველა იმედი უკვე გადაწურული იყო - პასუხმაც არ დააყოვნა. მარსი გამორჩეულია უძლიერესი ქვიშის შტორმებით. დედამიწიდან გაგზავნილი რობოტი ამ ბუნებრივი სტიქიის მონაწილე გახდა, თუმცა მცირე დაზიანებებით გადარჩა. აღსანიშნავია რომ წითელ პლანეტაზე გაგზავნილი რობოტებიდან „ოფორთუნითის“ გავლილი აქვს 48,5 კილომეტრი. ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გრძელი მანძილია, რომილიც სხვა პლანეტაზე ადამიანის მიერ შექმნილმა რობოტმა გაიარა.

Opportunity Rover-ის სურათის შედეგი

  • ნასამ მარსის პირველი აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა. აუდიოჩანაწერში ისმის, თუ როგორ ქრის ქარი რობოტ InSight-ის გარშემო, რომელიც მარსზე 26 ნოემბერს დაეშვა. მეცნიერების გამოთვლებით, აღნიშნული დაბალი სიხშირის ბგერები მარსის ზედაპირზე არსებული ქარით არის გამოწვეული, რომლის სიჩქარეც საათში დაახლოებით 20-25 კილომეტრია. მარსზე დაჯდომის პირველივე დღეს InSight-მა საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა „ესეც ჩემი პირველი ფოტო მარსზე! ჩემი ობიექტივი ჯერ კიდევ გაუხსნელია, მაგრამ მე მაინც უნდა გაჩვენოთ ჩემი ახალი სახლი“, - წერს რობოტი. InSight-ის მისია 728 დღეს გაგრძელდება. 

 áƒ“აკავშირებული სურათი

  • ოქტომბერში, ნასამ ტელესკოპ „კეპლერის“ მისია დაასრულა. ტელესკოპს საწვავი გაუთავდა და სამარადჟამოდ დაიწყო ხეტიალი ღია კოსმოსში. კეპლერის ტელესკოპი 9 წელი გადაადგილდებოდა მზის სისტემაში და ეძებდა ეგზოპლანეტებს (პლანეტები რომლებიც საკუთარი ვარსკვლავისგან მზე-დედამიწის მანძილზე იმყოფებიან). აქტიურ მდგომარეობაში, კეპლერმა, 2600 ეგზოპლანეტის აღმოჩენა და დადასტურება შეძლო. მეცნიერები კეპლერს ყველა დროის უძლიერეს ტელესკოპად მიიჩნევენ. კეპლერს ზედმეტსახელიც აქვს - „პლანეტებზე მონადირე“.

kepler telescope-ის სურათის შედეგი

  • აგვისტოში ნასამ პირველი ხომალდი გაგზავნა რომელიც მზეს „შეეხება“. Parker Solar Probe- ასე ჰქვია მზისკენ მიმართულ სატელიტს, რომელიც ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფეროში შეაღწევს და ეცდება დაადგინოს მზის გვირგვინში არსებული მაღალი ტემპერატურის, მაგნიტური ველებისა და რადიაციის შესახებ. ნასას ადმინისტრატორებმა პროექტის პოპულარიზაციისთვის ე.წ. მზის ბილეთები გაავრცელეს, ის ხომალდში ჩატვირთეს და მონაწილე ადამიანთა ბაზა მზეზე გააგზავნეს. პარკერის სატელიტმა რამდენიმე დღის წინ მზის ატმოსფეროში გადაღებული პირველი ფოტოსურათი გაავრცელა.

Parker Solar-ის სურათის შედეგი 

  • დედამიწიდან დაახლოებით 370 სინათლის წლის მოშორებით იუპიტერზე სამჯერ დიდი პლანეტა დაბადების პროცესშია. ასტრონომებმა მოახერხეს და ამ პროცესის ერთ-ერთი საუკეთესო სურათი გადაიღეს. ეს სურათი ყველაზე დეტალურია, რომლებიც აქამდე გადაუღიათ.პლანეტის სურათის გადასაღებად ასტრონომებმა გამოიყენეს ინსტრუმენტი, რომელსაც კორონოგრაფი ეწოდება, ის ვარსკვლავიდან წარმოსულ მკაფიო სინათლეს ბლოკავს და მის გარშემო არსებული ობიექტების აღქმას აადვილებს

born new planet-ის სურათის შედეგი

  • მეცნიერებმა იუპიტერის ორბიტაზე 12 ახალი მთვარე იპოვნეს. იუპიტერი მახასიათებლებით უკიდურესობების პლანეტაა. ის მზის სისტემაში ყველაზე დიდია და ყველაზე ძლიერი მაგნიტური ველი გააჩნია. გარდა ამისა, მას ყველაზე მეტი თანამგზავრი ჰყავს, რომელთა რიცხვიც ახლახან კვლავ გაიზარდა.

 jupiter new moons-ის სურათის შედეგი

  • ირმის ნახტომის ცენტრში ათეულობით უცნობი შავი ხვრელები აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ადასტურებს ათწლეულების წინათ გაჩენილ თეორიას. რომლის მიხედვითაც სუპერმაგნიტური შავი ხვრელები, რომლებიც ქმნიან გალაქტიკის უმრავლესობას, გარშემორტყმულია მრავალი უფრო დიდი ზომის შავი ხვრელებით. თუმცა, დღემდე, ირმის ნახტომის ცენტრში ჩატარებული ყველა დაკვირვებით, სადაც განთავსებულია დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე მასიური შავი ხვრელი, არ ფიქსირდებოდა ამ მატერიის არსებობა.

 black holes-ის სურათის შედეგი

  •  აპრილში ნასამ „კეპლერის შთამომავალი” ტელესკოპი TESS-ი გაუშვა. „ტესი“ წინამორბედის გაუმჯობესებული ვერსიაა და ღია კოსმოსში ეგზოპლანეტებისა და ვარსკვლავების გამოსაკვლევად გაემგზავრა. მისი 2 წლიანი მოგზაურობის დროს ნავარაუდებია, რომ აღმოაჩენენ ათასობით ეგზოპლანეტას.

tess telescope-ის სურათის შედეგი

  • მეცნიერებმა ყველაზე შორეული „ვარსკვლავი სიკვდილი“ დაადასტურეს! სუპენოვა (ზეახალი ვარსკვლავი) 10,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქნა, მაგრამ ის იმენად შორსაა ჩვენგან, რომ აფეთქების სინათლემ ჩვენამდე მოსაღწევად 21 წელი მოანდომა. მიუხედავად დროში არსებული უზარმაზარი სხვაობისა, ასტრონომები დღესაც ხედავენ ამ მოვლენას.

დაკავშირებული სურათი

და მაინც...

-------------

ადამიანების მსგავსად, ვარსკვლავებისთვისაც სიკვდილია ბედისწერა, თუმცა მათ სიკვდილს მოსდევს ზეახალი საწყისი, ე.წ. სუპერნოვა, რომელიც ახალ სიცოცხლესა და გიგანტური მასის ჯუჯად ფორმირებას იწვევს. დიდი აფეთქების დღე ყველა ვარსკვლავის ისტორიაში დგება. არსებობს თეორიები, რომ ჩვენი მზე, რომელიც ყვითელი ჯუჯა პლანეტების რიცხვს მიეკუთვნება 5,5 მილიარდ წელში სუპერნოვად გარდაიქმნება. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდისთვის დედამიწაზე სიცოცხლეს, მზის ენერგია ვერ უზრუნველყოფს.სად ვიქნებით მაშინ, მოვასწრებთ კი უამრავ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, გამოვიცნობთ მათემატიკურ თავსატეხებს, იქნება კი მარსზე მოგზაუობა "პრობლემა"?-  ალბათ არა! თუმცა „პრობლემების“ მოსაგვარებლად წინ კიდევ ერთი, ახალი 2019-ე წელი გვაქვს...




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%