ცოტა უცნაურია, როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ ამხელა კარვები დადგა და ადგილზე არავინ არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მას ეეჭვება, რომ „მთავრობის გადაყენების საქმეში გაერთიანებულ ოპოზიციას მხარდამჭერები ჰყავდეს”.
„მათ უნდათ, მთავრობა გადადგეს. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება აქვთ და მათი გადასაწყვეტია, ამ უფლებას როგორ გამოიყენებენ, მაგრამ ვშიშობ, რომ საზოგადოებაში მხარდამჭერები არ ჰყავთ იმ საქმეში, რასაც პარლამენტის დაშლა და მთავრობის გადაყენება ჰქვია”, – განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქცია არ გაიმართება.