მე 15 წელია ვიბრძვი სამართლიანობისთვის, მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო საზოგადოებას, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ია მეტრეველი თვლის, რომ დღეიდან სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო.
"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილების გამო. ჩემთვის გაუგებარია აი აქ რაც მოაწყეს ეს წივილ-კივილი, ნეტა ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, ხუთი წელი კი არა ოცი წელი ქონდეს მისჯილი", - განაცხადა ია მეტრეველმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამნაშავედ ცნო.