თარიღი    დრო

პიანისტი ლუკა ოქროსი თბილისში კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 18:38 12.12.2018 423

ქართველი პიანისტი ლუკა ოქროს კონცერტი თბილისში 2019 წლის 6 აპრილს, თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება. ეს მის საშემსრულებლო კარიერაში საქართველოში ჩატარებული რიგით მე-3 კონცერტია.

ლონდონში მოღვაწე ქართველი პიანისტი შუბერტისა და ლისტის გრანდიოზული
კომპოზიციებით აგრძელებს თავის ევროპულ საკონცერტო ტურს. მან თავი დაიმკვიდრა თავისი თაობის ყველაზე დიდი მომავლის მქონე პიანისტებს შორის.

„ძალიან მიხარია, რომ აპრილში ვბრუნდები ჩემს მშობლიურ ქალაქში. ვცდილობ, ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციო საქართველოში ჩემი კონცერტი. ამჯერად, ქართველ  მსმენელს წარვუდგენ შუბერტისა და ლისტის ნაწარმოებებს“. - განუცხადა ლუკა ოქრომ ჯი-ეიჩ-ენს“

როგორც ლუკამ “ჯი-ეიჩ-ენ“ -თან საუბარში აღნიშნა, 2019 წელი ძალიან დატვირთული ექნება, რადგან დაგეგმილია კონცერტები ევროპის საუკეთესო დარბაზებში.

„2019 წელი ძალიან ინტენსიური მექნება. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებდი რამდენიმე კონცერტზე ევროპის საუკეთესო დარბაზებში: ბრიუსელი (Bozar), ჰელსინკი (Musiikkitalo), ბუდაპეშტი (Liszt Academy), კიევი (Philharmonic), ბერლინი (Konzerthaus), ლუქსემბურგი (Philharmonie), ამსტერდამი (Het Concertgebouw), ლონდონი (Southbank Centre). ზაფხულში კი დაგეგმილია ჩემი ახალი ალბომის პრეზენტაცია შოპენის ნაწარმოებებით.“ - ლუკა ოქროს

ლუკა ოქროს შესრულებები კრიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც „ინტენსიური, ძლიერი, ნიჭიერი, შთამბეჭდავად შემოქმედებითი“. მან უკვე ჩაატარა კონცერტები მსოფლიოს უდიდეს დარბაზებში - კარნეგი-ჰოლში, ამსტერდამის კონცერტგებაუში, ვიგმორ-ჰოლში, რუდოლფინუმში, ვალენსიის და ბარსელონის პალაუ დე ლა მუზიკასა და ლისტის აკადემიაში.

ლუკა ოქროს სადებიუტო კონცერტი თბილისში, 2015 წლის 27 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფორმატში შედგა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%