თარიღი    დრო

ლევან იზორია საფრანგეთს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 13:39 12.07.2018 837

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ლევან იზორია ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - ეროვნულ ასამბლეასა და სენატში შეხვედრებით დაიწყებს.

ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენში“ ფრანგ კოლეგასთან ფლორანს პარლისთან შეხვედრით გაგრძელდება. დახვედრის ცერემონიალისა და პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორია და ფლორანს პარლი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო საკითხებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგი კონტრაქტის ხელმოწერა იგეგმება, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი ფრანგი კოლეგა ფლორანს პარლი ტექნიკურ შეთანხმებასაც გააფორმებენ. შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (EUTM RCA) მონაწილე ქართული კონტინგენტის ფრანგული მხარის მიერ ლოგისტიკურ მხარდაჭერას შეეხება.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

12:48 სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

11:19 სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

10:04 ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%