თარიღი    დრო

პრემიერმა ამერიკელ ხალხს ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

საქართველო, თბილისი - 21:26 12.06.2018 79

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაურმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
"მსურს, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო პრეზიდენტ ბუშის ოჯახს, ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. ქართველი ხალხის ხსოვნაში პრეზიდენტი ბუში ყოველთვის დარჩება, როგორც შორსმჭვრეტელი ლიდერი და მებრძოლი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%