თარიღი    დრო

ახალი რეგლამენტი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ მოქალაქეების ნდობას გაზრდის - თამარ ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 17:28 12.06.2018 107

ახალი რეგლამენტი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ მოქალაქეების ნდობას გაზრდის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებებით ბევრი სიახლე შემოდის, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და ხელისუფლების მუშაობაზე კონტროლს ითვალისწინებს.

„ვეცადეთ, რომ რეგლამენტის პროექტი პარლამენტის ყველა წევრისთვის ყოფილიყო. დოკუმენტი პარლამენტის როლს ძალიან გაზრდის. ცვლილებებით ბევრი სიახლე შემოდის, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და ხელისუფლების მუშაობაზე კონტროლს ითვალისწინებს. საერთო ჯაში, ჩვენი მოლოდინია, რომ პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია რიგგარეშე სხდომაზე წარმოდგენილი არ იყო, შესაბამისად, ამ საკითხზე მათი მოსაზრებები არ მოუსმენიათ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მესამე მოსმენით მიიღო. რეგლამენტის პროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი, წინააღმდეგი იყო.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%