თარიღი    დრო

სპიტაკის მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 09:37 12.07.2018 70

სპიტაკის მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა. 1988 წლის 7 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე, სომხეთის სპიტაკის რეგიონში (იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის ნაწილი) 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ადგილობრივი ინფრასტრუქტურა (განსაკუთრებით სკოლები და საავადმყოფოები) მიწისძვრისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა, რის გამოც სულ მცირე 25.000 ადამიანი დაიღუპა[1]. შენობათა უმრავლესობა დაბალი სეისმომედეგობის იყო. თვითმხილველთა ვარაუდით, მიწისძვრა 10 წუთით გვიან რომ მომხდარიყო, ბავშვები სტრუქტურულად არასაიმედო სკოლებიდან გამოსული იქნებოდნენ და დაღუპვას გადაურჩებოდნენ.

სრულიად დაინგრა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი მის გარშემო; ნაწილობრივ დაინგრა ქალაქები: ლენინაკანი (დღევანდელი გიუმრი), სტეფანავანი, კიროვაკანი და დაახ; 400 დასახლებული პუნქტი. მიწისძვრამ 16.2 მილიარდი დოლარის ზარალი მოიტანა. დაღუპულების გარდა, დაახლოებით 19 ათასი ადამიანი დაშავდა, ხოლო 500 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%