თარიღი    დრო

Wizz Air-ს კიევის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება უჭირს

საქართველო, თბილისი - 11:39 12.06.2018 71

ვინაიდან კიევის საერთაშორისო (ჟულიანი) აეროპორტს საჰაერო ხომალდების მიღების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი სამომავლოდ სხვა აეროპორტში გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჯოზეფ ვარადის განმარტებით, თავდაპირველად Wizz Air-ი  ბორისპოლის აეროპორტში ოპერირებდა და ვინაიდან კიევის საერთაშორისო აეროპორტმა უფრო მომგებიანი პირობები შესთავაზა „ლოუკოსტერმაც“ „ბორისპოლი“ „კიევით“ ჩაანაცვლა.

ამ დროისათვის კი Wizz Air-ი  გადასვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტთან, ასევე სხვა აეროპორტებთანაც.

Wizz Air-ის მენეჯმენტის განმარტებით, კიევის საერთაშორისო აეროპორტს ძალიან ვიწრო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გააჩნია და ვინაიდან ავიაკომპანია ეტაპობრივად Airbus А321-ზე გადადი, რომელიც А320-ზე დიდია, ამ ფონზე მათ თვითმფრინავებს კიევის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება საკმაოდ გაუჭირდებათ.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%