თარიღი    დრო

მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 17:41 12.05.2018 236

ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 10-მდე სამხედრო. ისინი ჩხობაძის სახელობის რეგიონულ კლინიკურ ცენტრსა​ და ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, პაციენტები მსუბუქად არიან დაშავებულები. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%