თარიღი    დრო

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ დისკუსიები გრძელდება - ფედერიკა მოგერინი

საქართველო, თბილისი - 14:50 12.05.2018 130

შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო რუსეთის მიმართ სანქციების თემაზე დისკუსია გრძელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ განუცხადა.  

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ნებისმიერი დამატებითი სანქციების მისაღებად აუციელებლია ორი საკითხი: პირველ რიგში სოლიდური სამართლებრივი ბაზა, ასევე ევროკავშირის ქვეყნების ერთიანობა. დისკუსიები კვლავ გრძელდება, ამიტომ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი“, - განაცხადა მოგერინიმ.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

რუსული მხარე, ტრადიციულად, უკრაინას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%