თარიღი    დრო

“რიყის დოქები" ქართული ღვინის მუზეუმად გადაკეთდეს - პეტიციაზე ხელმოწერა გრძელდება

საქართველო, თბილისი - 12:18 12.05.2018 526

ყოველწლიური ღვინის ფესტივალისა და მეღვინეობის კომპანია Iago's Wine-ის მფლობელი იაგო ბიტარიშვილი გამოდის წინადადებით, რომ საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში ქართული ღვინის მუზეუმად გადაიქცეს. ვებგვერდზე manifest.ge ბიტარიშვილმა შექმნა შესაბამისი პეტიცია, რომლის ადრესატი არიან საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს. აქ მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი. ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. არაერთმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართელოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნიშნებიც.

აქედან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში და კერძოდ თბილისში შეიქმნას მაღალი დონის  ქართული ღვინის მუზეუმი რომელიც ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება“, - წერია პეტიციაში და აღნიშნულია, რომ ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის სახეს და იმიჯს,  მუზეუმის კონცეფციის შექმნა და მოწყობა  უნდა ითავოს სახელმწიფომ“

 „რატომ თბილისში? თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ტურისტული ნაკადის დინამიურ ზრდას (დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი წლის განმავლობაში) ყველაზე აქტიური ადგილი ძველი თბილისის ტერიტორიაა. სადაც  უკვე რამოდენიმე წელია უფუნქციოდ დგას ეგრეთ წოდებული ,,დოქები’’-ს  ნაგებობა. ამ ადგილას მუზეუმის არსებობა დიდწილად გარანტიაა იმისა, რომ  სტუმრების უმრავლესობა  ადვილად მოხვდება ამ მუზეუმში რაც მისი რენტაბულობის გარანტია იქნება. ამავე დროს გაცოცხლდება დღემდე უფუნქციოდ არსებული ნაგებობა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის სახეს და იმიჯს,  მუზეუმის კონცეფციის შექმნა და მოწყობა  უნდა ითავოს სახელმწიფომ“, - წერია პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისთვის 1020 მოქალაქე აწერს ხელს. ინიციატივას, განხილვისთვის, 5000 ხელმოწერა სჭირდება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%