თარიღი    დრო

"ოქროს ბურთის" მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:12 12.04.2018 288

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, პირველად თავის კარიერაში „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა. ჯილდოს ფრანგული ჟურნალი France Football-ი გადასცემს.

დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა. მოდრიჩი 2018 წელს „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ეროვნულ ნაკრებში კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

პირველად, 11 წლის განმავლობაში ჯილდოს გარეშე დარჩნენ არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი და პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, რომლებიც 2008 წლიდან გამარჯვებულები ხუთ-ხუთჯერ გახდნენ.

„ოქროს ბურთისთვის“ ასევე იბრძოდნენ კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“/“იუვენტუსი“), ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“), კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი“), ლიონელ მესი („ბარსელონა“), მუჰამედ სალაჰი („ლივერპული“), რაფაელ ვარანი („რეალი“), ედენ აზარი(„ჩელსი“), კევინ დე ბრიოინე („მანჩესტერ სიტი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“)

ლუკა მოდრიჩმა თავისი კარიერა ზაგრების „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ 2008 წელს „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ გადავიდა. ეროვნულ ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობს, მას 119 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. სამჯერ გახდა ხორვატიის ჩემპიონი, ერთხელ კი - ესპანეთის. ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ გახდა უეფას სუპერთასის მფლობელი.

 „ოქროს ბურთი“ France Football-მა 1956 წელს დაარსა და პრიზს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს ყოველ წელს გადასცემს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%