თარიღი    დრო

მსოფლიოს მოქმედი ქალი პრეზიდენტები | ფოტო

საქართველო, თბილისი - 20:12 11.30.2018 666

2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში მხლოდ 12 ქვეყანაა, რომელსაც ქალი პრეზიდენტი მართავს. მათ რიცხვს საქართველოც დაემატა. ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულის პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო და უფრო მეტი ქალი იღებს მონაწილეობას.

სიაში წარმოდგენილია 12 ქალი პრეზიდენტი, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ფედერალური და საპარლამენტო მოწყობის ქვეყნებში, ისეთი როგორიცაა მაგალითად გერმანია ან დიდი ბრიტანეთი მმართველ პოზიციებს ქალბატონები ინაწილებენ, გერმანია - ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთი - ტერეზა მეი.

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო პირველი ქალი და რიგით მე-5 პრეზიდენტია. უფლებამოსილების შესრულებას ის 2019 წლის 16 დეკემბერს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ემიგრაციაში დაიბადა. ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამდე მას საფრანგეთის დიპლომატიურ კორპუსში 30 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ზურაბიშვილი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ფიქრობს, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის „ნატოს“ ალტერნატივა არ არსებობს.

 

პაულა-მეი უიკესი პირველი ქალი პრეზიდენტია, რომელიც ტრინიდადი და ტობაგოში აირჩიეს. უფლებამოსილების განხორციელებას იგი 2018 წლის 19 მარტიდან შეუდგა. აღსანიშნავია, რომ პაულა LGBTQ უფლებების მხარდამჭერია. პარლამენტში, ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში სადაც ის უმცირესობებს იცავდა, დეპუტატებს მიმართა შემდეგი ფრაზით - „სანამ ილაპარაკებთ ჯერ დაფიქრდით“.

ჰალიმა იაკობი სინგაპურის პირველი ქალი პრეზიდენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას ჰალიმა იაკობი შევიდა 2017 წლის 14 სექტემბერს შეუდგა, როდესაც ის პარლამენტმა ერთსულოვნად წარადგინა პრეზიდენტის პოსტზე და დაამტკიცა ქვეყნის პრეზიდენტად. აღსანიშნავია, რომ ჰალიმა იაკობი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დახმარების საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სერვისებისა და ქვეყანაში კულტურის განვითარების. დღევანდელი მდგომარეობით, სინგაპური მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით.

ბიდჰია დევი ბჰანდარი პირველი ქალი პრეზიდენტია ნეპალის ფედერალურ-დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მისი უფლებამოსილება ძალაში შევიდა 2015 წლის 29 ოქტომბერს. 1990 წლიდან დღემდე, ბიდჰია აქტიურად იბრძვის ქალთა უფლებებისა და გარემოსდაცვითი საკითხების ცნობიერების ამაღლებისთვის. 2016 წელს ჟურნალმა ფორბსმა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის ბიდჰია დევი ბჰანდარიც დაასახელა და 52 პოზიცია მიანიჭა.

ჰილდა ჰეინი 2016 წლის 28 იანვარიდან მარშალის კუნძულების პირველი ქალი პრეზიდენტია. ის პირველი ქალია, რომელიც მარშალის კუნძულებზე დოქტორის სტატუსს ფლობს. მას მარშალის კუნძულებზე ქალთა უფლებებისთვის მებრძოლად და განმანათლებლად მოიხსენიებენ.

მარია ლუიზა კოლეირო-პრეკა 2014 წლის 4 აპრილიდან მალტის პრეზიდენტია. აღსანიშნავია, რომ ის მალტის საპრეზიდენტო ისტორიაში მე-2 ქალია, რომელიც ქვეყანას მართავს. მარია თავის ქვეყანაში ცნობილია, როგორც კონსერვატორი, რომელიც ეწინააღმდეგება განქორწინებას და გმობს ერთსქესიანი პირების ქორწინებას.

დალია გრიბაუსკაიტე 2009 წლის 12 ივლისიდან ლიეტუვის პირველი ქალი და რიგით მე-5 პრეზიდენტია. დალია 2009 წლიდან სათავეში უდგას ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებს. აღსანიშნავია, რომ ის არასდროს იმყოფებოდა ქორწინებაში და არ ჰყავს შვილები. გრიბაუსკაიტე პროდასავლური ლიდერია და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს, ასევე კულტურას და ენას. აღსანიშნავია რომ 2018 წელს დალიამ გამოსცა აქტი რომელიც ლიეტუვის ენაში, საქართველოს არა „გრუზიად“, არამედ „საქართველოდ“, ხოლო ქართველებს „ქართველებად“ მოიხსენიებენ. საქართველოს მთავრობამ ამ მეგობრულ ჟესტს ანალოგიურად უპასუხა და ინგლისურენოვანი დასახელება „ლიტვა“ შეცვალა „ლიეტუვით“.

კერსტი კალიულაიდი ესტონეთის პრეზიდენტია. ესტონეთში პრეზიდენტის როლი სიმბოლურია, თუმცა მას უფლება აქვს პარლამენტის მოწვევისა და საერთაშორისო არენაზე ესტონეთი წარმოდგენის. კერსტი მეტად პროდასავლური ორიენტაციის ლიდერია და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. კალიულაიდმა Washington Post- თან ინტერვიუში განაცხადა რომ „რუსეთი დიდი საფრთხეა“. კერსტი ქალი პრეზიდენტია, რომელმაც მოახერხა და ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გააწევრა. ის მხარს უჭერს ქალთა უფლებებსა და ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას.

2015 წლის 19 თებერვალიდან, კოლინდა კიტაროვიჩი ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტია. კოლინდა არჩვენების პირველ ტურში დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში 0.54 %- ით გაიმარჯვა. ის ქალთა უფლებებისთვის იბრძვის, მიჩნეულია თავის ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ქალად, ემხრობა აბორტს, ის მხარს დაუჭერდა თავის ვაჟს თუ გეი აღმოჩნდებოდა, საუბრობს მრავალ ენაზე, ხორვატიულ ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ, ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ ენებზე. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და გავლენიანი ქალი პრეზიდენტია, აღნიშნავს ფორბსი და 2016 წლის გავლენიან ქალთა შორის 32-ე ადგილს ანიჭებს.

ცაი ინ-ვენი ტაივანის* პირველი და ქალი პრეზიდენტია. 2016 წლის იანვარში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 57,7 % და გახდა ტაივანის პირველი ქალი-პრეზიდენტი. თანამდებობა დაიკავა 2016 წლის 20 მაისს. ცაი ინ ვენი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, რომელიც საკუთარი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ტაივანის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიოდა. 

ატიფეტე იაჰიაგა კოსოვოელი პოლიტიკოსი და პოლიციის ოფიცერი. კოსოვოს მეოთხე პრეზიდენტი. ქვეყნის პრეზიდენტობამდე ასრულებდა რესპუბლიკის პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობას. 22 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ალბანელი ბიზნესმენი ბეგჯეტ პაკოლი აირჩია, რომელიც პარტიას "ალიანსი ახალი კოსოვოსთვის" ხელმძღვანელობს და რუსეთთან მყარი საქმიანი კავშირები აქვს. კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი განიხილა და განაცხადა, რომ პაკოლი კანონის დარღვევით აირჩიეს. სწორედ ამის შემდეგ 4 აპრილს პაკოლიმ თანამდებობა დატოვა, ხოლო 7 აპრილიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა კოსოვოს პირველი ქალი პრეზიდენტი ატიფეტე იაჰიაგა, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა არჩეული.

საჰლე-ვორკ ზევდე ეთიოპიელი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწეა. ეთიოპიის მე-4 პრეზიდენტი 2018 წლის 25 ოქტომბრიდან. პირველი ქალი ეთიოპიაში, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. პრეზიდენტად აირჩია ეთიოპიის პარლამენტმა 2018 წლის 25 ოქტომბერს. ზევდე მანამდე მუშაობდა დიპლომატად და იყო გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი აფრიკის კავშირში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე აფრიკის საკითხებში.


*ტაივანი - (ჩინეთის რესპუბლიკა) - დე-ფაქტო სუვერენული ქვეყანა. კუნძული წყნარ ოკეანეში, რომელიც 150 კილომეტრითაა დაშორებული მატერიკული ჩინეთისგან. ოფიციალური პეკინი ტაივანს ცალსახად განიხილავს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციად (სულ ჩინეთში 23 პროვინციაა). მსოფლიოს სახელმწიფოების უმეტესობაც ტაივანს ჩინეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%