თარიღი    დრო

უზარმაზარი პატივი იყო, ვყოფილიყავი იმ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ასახელებს ჩემს სამშობლოს - მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:32 11.30.2018 264

საქართველოს შეიარაღებული და სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს.
ღონისძიება ტრადიციული გასული წლიდან გახდა და მიზნად ისახავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაღრმავებას. საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ. პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მოწვეულ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა.
„მოგესალმებით, ჩემო ძალიან პატივსაცემო და საყვარელო ადამიანებო! როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ, მე გგულისხმობთ თქვენ - შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას და ამავე დროს, იმ ადამიანებს, ვინც თქვენ გამაგრებთ ამ თქვენს გმირულ სამსახურში- თქვენი ოჯახის წევრებს. თქვენ ხართ ამ ქვეყნის სიამაყე! სიამაყე, რომელიც არ მოსულა იოლად, არ მოსულა უსისხლოდ, არ მოსულა მხოლოდ ლიტონი სიტყვებით, არ მოსულა სიმწრის გარეშე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სამსახური სამშობლოს მიუძღვნეს, რომელსაც სამწუხაროდ, არ ჰყავს სუსტი მტერი და მტრები; სამშობლოს, რომელსაც ძალიან ძლიერი სახელმწიფო უპირისპირდებოდა და უპირისპირდება. ამ დროს შეიარაღებულ ძალებში სამსახური ნიშნავს, რომ თქვენ ბოლომდე მიუძღვენით თქვენი ფიქრი, ენერგია, მოღვაწეობა უზენაესს, რაც ჩვენს წინაპრებს, ჩვენს თაობას და მომავალს აერთიანებს - ეს არის ჩვენი საქართველო, ჩვენი მამული.
ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ამ მშვენიერი ქვეყნის პრეზიდენტი, მიუხედავად იმ მრავალი სირთულისა და გაჭირვების, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე, უზარმაზარი პატივი იყო ვყოფილიყავი თქვენი თანამებრძოლი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; იმ შეიარაღებული ძალებისა, რომელიც ასახელებს ჩემს სამშობლოს საერთაშორისო მისიებში და იმ ტრაგიკულ დაპირისპირებებში, რომელიც ჩვენ გვქონია,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%