თარიღი    დრო

ახლა რუსეთთან მეგობრობის დრო არ არის - სალომე ზურაბიშვილი BBC -ისთან ინტერვიუში

საქართველო, თბილისი - 19:49 11.29.2018 1001

სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, არ ფიქრობს, რომ ახლა რუსეთთან თანამშრომლობის შესაფერისი დროს არის. ამის შესახებ წერს BBC-ის რუსული ბიურო.

„არ ვფიქრობ, რომ ვიდრე, რუსეთი იქცევა ისე, როგორც ახლა, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, სადაც ადამიანებს იტაცებენ და ეს საოკუპაციო ღრმად იჭრება ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში  უფრო და უფრო ახლოს თბილისთან, იმის გათვალისწინებით, როგორც იქცევა რუსეთი ახლა უკრაინასთან მიმართებაში, არ ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, პირდაპირ ახლა, გადავიდეთ თანამშრომლობაზე“, - ამბობს BBC- ს რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი.

გამოცემა წერს, რომ მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ევროპული კურსი და იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები, ევროპისა და ამერიკის სახით, დაიწყებენ დიალოგს რუსეთთან, მაშინ რა თქმა უნდა, საქართველო გვერდზე არ გადგება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%