თარიღი    დრო

რატომ ვერ იზიდავს თავისუფალი ტურისტული ზონა ინვესტორებს - აჭარის მთავრობა ახალ სტრატეგიას აანონსებს

საქართველო, თბილისი - 13:04 11.21.2018 345

რატომ ვერ იზიდავს ქობულეთის  თავისუფალი ტურისტული ზონა  ინვესტორებს, - აჭარის მთავრობა კითხვაზე პასუხის მიღებას კვლევით გეგმავს.

ამ კვლევამ უნდა აჩვენოს რა ხარვეზებია „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ კანონში და რატომ არ აინტერესებს ბიზნესს ფულის ჩადება იქ, სადაც მათ მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ და არც გზებსა თუ კომუნიკაციების გაყვანაზე დახარჯავენ სახსრებს.

"მიზეზები შეიძლება ბევრგან ვეძებოთ, მაგრამ ის საბოლოოდ კონკრეტულ ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს, - ამბობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, თორნიკე კუჭავა და სავარაუდოდ მიზეზებსაც ასახელებს, ზონის დატვირთვის  პრობლემა და ბიზნესთან კომუნიკაციის შესაძლო ნაკლებობა.

„პირველ რიგში, ანალიზია გასაკეთებელი. შემდეგ შევიმუშავებთ ახალ გეგმავს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებების გაკეთებას, არამედ საკანონმდებლო ცვლილებებსაც. ფაქტია ამ კანონმა ვერ იმუშავა და ბიზნესს უნდა ვკითხოთ რატომ არ დაინტერესდა“, - ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.

თორნიკე კუჭავა აქცენტს  ქობულეთის და მასთან ერთად, ზონის სეზონურობაზე აკეთებს. აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზღვის კურორტად პოზიციონირება სასტუმროების 4 სეზონზე დატვირთვას ვერ უზრუნველყოფს, რაც ინვესტორთა დაინტერესების საპირწონეა. 

„უნდა გაჩნდეს ისეთი მიმართულებები, რომელიც ტურისტულ ობიექტებს დატვირთავს არასეზონზეც და ამ კუთხით არის დიდი სამუშაო“, - ამბობს თორნიკე კუჭავა და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით კანონში გარკვეული ცვლილება გასულ წლებში უკვე შევიდა, მაგალითად, სასტუმროს საქმიანობის თავსებადობას დაემატა სამორინე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზონაში გახსნილ სასტუმროს უფლება აქვს სამორინეც გახსნას და აზარტული თამაშების მოყვარულები არასეზონზეც მიიღოს.

ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება კომუნიკაციის გაძლიერებაა.

„საკმაოდ დიდია ამ ზონებში  შეღავათები, რასაც ემატება ის, რომ ინფრასტრუქტურის  მოწყობას უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლება.  წესით, ყველა პირობაა, რომ ინვესტორისთვის მიმზიდველი იყოს იქ  ბიზნეს -საქმიანოს დაწყება. შეიძლება კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.  ამიტომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო პოტენციურ ინვესტორებთან. საჭიროა საინვესტიციო შეთავაზებების გაკეთება და  ძირითადი პრობლემის გადაჭრა, რაც ტურისტულ ობიექტებს დატვირთავს არასეზონზეც“, - ამბობს კუჭავა და ამ მიმართულებით ტურისტული სექტორის დივერისფიკაციის აუცილებლობაზე აღნიშნავს.

ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა „ქვეყნის მასშტაბით გაკეთდეს ანალიზი,  ამ კანონმა რატომ არ იმუშავა კარგად, როგორ იყო ჩაფიქრებული“.

ამჟამად, ქობულეთის ტურისტულ ზონაში რამდენიმე გაჟღერებული პროექტი შეჩერებულია.

შავი ზღვის სანაპიროზე ახალი სასტუმრო კომპლექსების გახსნას  პრიორიტეტად ასახელებენ  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ  სააგენტოში, სადაც აღნიშნავენ, რომ პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტებს შორის  არის ციხისძირსა და ბუკნარში მდებარე ობიექტები, სადაც მალე ახალი სასტუმრო-კომპლექსები მოეწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

სულ ამ პროექტის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით  ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 21 ობიექტი, რომლის ჯამური ღირებულება 57 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სასტუმრო–ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი  ინვესტიციის მოცულობა – 120 მლნ ლარს.

“სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მუდმივად მუშაობს ინვესტორებთან შავი ზღვის ტერიტორიაზე სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განსავითარებლად და მზად არის განიხილოს ნებისმიერი დაინტერესება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში  ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო ამაღლებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას”, - აღნიშნავენ სააგენტოში.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%