იმის მეათედიც არ მიდის სპორტსმენებამდე, რაც უნდა მიდიოდეს, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პარაოლიმპიური სპორტის წარმომადგენლებდან შეხვედრაზე.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ამ ადამიანებს ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.
„უზარმაზარი პრობლემებია, როგორც ყველგან. ეს პრობლემები უპირველეს ყოვლისა არის დაკავშირებული კორუფციასთან, უცოდინრობასთან, არაპროფესიონალიზმთან და იმ ადამიანების სრულ იგნორირებასთან, რომლისათვისაც სახელმწიფო ჩენი მწირი ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხებს. იმის მეათედიც არ მიდის სპორტსმენებამდე, რაც უნდა მიდიოდეს. ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზრუნვა ადამიანებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, თუმცა მათი მაგალითი ამტკიცებს, რომ ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, ნამდვილი გმირები არიან, არავითარი შეზღუდული შესაძლებლობა არა აქვთ, საკმარისი იქნება, დარწმუნებული იყავით, აუდიტის ჩატარება, რომ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ თანხის ძალიან მცირე ნაწილი მიდის იმ ადამიანებთან, ვისთვისაც სახელმწიფო ამ თანხებს გამოყოფს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.