თარიღი    დრო

არასამთავრობოების განცხადება სერვისების სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა - დავით ლილუაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:24 11.20.2018 166

არასამთავრობოების განცხადება სერვისების სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა  - აცხადებს „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის“ ხელმძღვანელი დავით ლილუაშვილი.

„საკმაოდ გაუზარებელი განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები აზიანებს, როგორც სახელმწიფოს, ისე კონკრეტულ სახელმწიფო უწყებას. აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არასდროს გამოუთქვამთ პრეტენზია ამ უწყების მიმართ, როდესაც სერვისების სააგენტო ანგარიშით წარსდგება ხოლმე  არასამთავრობოების წინაშე და  გვაცნობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო სიების სრულყოფა მათი უწყების მხრდან შესაბამისი მასშტაბური ღონისძებებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სადღაც ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება, მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა. აღმაშფოთებელი იყო ეს განცხადება და შესაბამისი ადეკვატური რეაქციაც გამოიხატა. იმდენად აბსურდული ბრალდებების კასკადი მოდის, მათი მხიდან რომ ეს შეიძლება შეფასდეს მორიგ სიცრუედ და ტყუილად. ამას აქვს ერთი მიზანი, მოხდეს არჩევნების პროცესის დისკრედიტაცია. უნდობლობა გაჩნდეს საარჩევნო  ადმაინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების მიმართ და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ სერვისების განვითარების სააგენტო გახდა. სამწუხაროდ, იმდენად ხშირად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები და მათი აქტივობები ერთმანეთს, რომ რაღაც ორკესტრირებულად ჩანს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უპასუხისმგებლოს და გაუგონარს უწოდებს “ყალბი პირადობის მოწმობების გაცემის“ თაობაზე, დღეს “საიას”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას. სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე აცხადებს, რომ ჩამოთვლილი სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულზე გაკეთებულ განცხადებას, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს და ვერც ექნება. მისივე თქმით, მან უკვე მიმართა აღნიშნულის გამოძიების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%