თარიღი    დრო

ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-18 საერთაშორისო გამოფენა გახსნა

საქართველო, თბილისი - 16:02 11.20.2018 127

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Agro/Food/Drink/Tech) მე-18 საერთაშორისო გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. 

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყოს ხელი უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოყვანით და ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირებით.

გამოფენის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს იტალიის და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში.

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას 14 ქვეყნის 120- ზე მეტი კომპანია იღებს. მათ შორის, ბელარუსი მწარმოებლები.

გამოფენის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ ბელარუსის ნაციონალური პავილიონი  საზეიმოდ გახსნა და დაათვალიერა.

ნაციონალურ პავილიონში წარმოდგენილია უმსხვილესი ეროვნული საკონდიტრო საწარმოები, ძეხვეულის, ბავშვთა კვებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები.

გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით იმართება. გამოფენა „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში, 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%