თარიღი    დრო

თუ რამე კითხვა გაქვთ სააკაშვილთან, შეგიძლიათ „ფეისბუქზე“ მიწეროთ, არ დაგზარდებათ, ყველა კითხვაზე გიპასუხებთ - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:38 11.20.2018 141

თუ რამე კითხვა გაქვთ მიხეილ სააკაშვილთან, შეგიძლიათ „ფეისბუქზე“ მიწეროთ, დაუსვათ ეს კითხვა, დარწმუნებული ვარ, არ დაგზარდებათ, ყველა კითხვაზე გიპასუხებთ, -ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითვაზე უპასუხა.

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, განაცხადა, რომ „ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს, ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ“.

გიორგი ვაშაძენ აღნიშნა, რომ მან არ იცის რაზე საუბრობს მიხეილ სააკაშილი.

„მე ერთი რამ ვიცი, რომ კორუფციული გზებით ვისაც აქვს ფული ნაძარცვი ქვეყნიდან, მათ რა თქმა უნდა, სამართლიანი გამოძიებით და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს ფული უნდა დააბრუნონ. მაგალითად, ჩვენ პროგრამაში გვაქვს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, უცხოელი მოსამართლეებით, რომლებიც მსგავსი ტიპის საქმეებს განიხილავენ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტიდან მოჭრილი იყოს ეს ყველაფერი. ვინც მოიპარა მოპარული ფული, უკან უნდა დააბრუნოს. ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველას, არ შეიძლება, ვინმეს ხალხის ძარცვა შერჩეს. კანონი არსებობს ქვეყანაში, ეს კანონი უნდა აღსრულდეს. დანარჩენი თუ რამე კითხვა გაქვთ მიხეილ სააკაშვილთან, შეგიძლიათ „ფეისბუქზე“ მიწეროთ, დაუსვათ ეს კითხვა, დარწმუნებული ვარ, არ დაგზარდებათ, ყველა კითხვაზე გიპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%