ჟურნალმა Forbes-მა 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში კეტი პერი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი შემოქმედებით, წელს 83 მლნ დოლარის გამომუშავება მოახერხა.
მეორე ადგილი ტეილორ სვიფტმა დაიკავა 80 მლნ დოლარით, მესამე ადგილზე კი ბიონსე მოხვდა, რომელმაც 60 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
Forbes-ის რეიტინგში ასევე მოხვდნენ Pink-ი, ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, რიანა, ჰელენა ფიშერი, სელინ დიონი და ბრიტნი სპირსი.