თარიღი    დრო

მილიარდ ნახევრამდე ლარის დავალიანებას სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“ - ივანე მაჭავარიანი

საქართველო, თბილისი - 13:01 11.19.2018 475

საუბარი, რომ 600 ათას ცუდ გადამხდელს ვალს უხდის კარგი გადამხდელი, არის სპეკულაცია, მილიარდ ნახევრამდე ლარის დავალიანებას სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის მიერ გამოცხადებულ ინიციატივაზე ჭარბვალიანობის დაძლევასთან დაკავშირებით.

„მთავრობის როლი აქ იყო იმაში, რომ ჩვენ ეს საკითხი მწვავედ დავაყენეთ, ჩვენ ვეძებდით გზებს ამ საკითხის გადაჭრის. თუმცა საბოლოო ჯამში ამ საკითხის გადაჭრის ტვირთი სრულად იკისრა „ქართუმ“. მადლობა „ქართუს“ და მადლობა ბანკებს თანამშრომლობისთვის. ეს არ იყო იოლი, რამოდენიმე ათეული საფინანსო ინსტიტუტის ერთ მაგიდაზე თავმოყრა და შეთანხმების მიღწევა. თუმცა მათ ჩვეულებრივად გაყიდეს, ამ შემთხვევაში ეს მათთვის იყო ბიზნეს ტრანზაქცია, ხოლო „ქართუსთვის“ იყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით ე.წ. "შავ სიაში" მყოფ 600 ათასამდე მოქალაქეს სესხები გაუნულდება.

 




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:08 პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin- ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%