თარიღი    დრო

600 ათასზე მეტ მოქალაქეს სესხები გაუნულდება

საქართველო, თბილისი - 11:15 11.19.2018 446

600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების  თითქმის 95 პროცენტი შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია, 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდება ჩვენს მოქალაქეებს. 

ხაზგასმით  აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურ დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე. მიმდინარეობს  მუშაობა მოვალეთა რეესტის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალის გარეშე შეხვდება ახალ წელს. ამ 600 ათასი მოქალაქის ვალის განულების შესახებ შეთანხმება,  უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება სხვა ფინანსური ორგანიზაციებთან. ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლების მოქალაქეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. სამწუხაროდ, კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ დადებით შედეგს, ამ ნაწილშიც, მივაღწევთ. ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობის მძიმე ტვირთი ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას,  რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ, ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას. ჭარბვალიანობის აღფმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა.

დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს, სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს უფრო ჯანსაღს. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ  

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%