თარიღი    დრო

სამცხე-ჯავახეთში არჩევნების მეორე ტური გაცილებით უფრო მძლავრად იქნება გამარჯვების ციფრებით წარმოდგენილი - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 15:50 11.18.2018 145

სამცხე-ჯავახეთში არჩევნების მეორე ტური გაცილებით უფრო მძლავრად იქნება გამარჯვების ციფრებით წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ახალქალაქში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხალხს განსაკუთრებით კარგად ესმის განსხვავება სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის, რომელსაც მისივე თქმით, ვაშაძე ჰპირდება.

„გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილს პირველ ტურში საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ნინოწმინდასა და ახალციხეში. მეორე ტური გაცილებით უფრო მძლავრად იქნება გამარჯვების ციფრებით წარმოდგენილი. მგონია, რომ ამ ხალხს განსაკუთრებით კარგად ესმის განსხვავება სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის, რომელსაც ვაშაძე ჰპირდება. ამ ხალხს ძალიან კარგად ესმის ის აუცილებლობა, რასაც ჰქვია ინტეგრაცია, განათლების დონის ამაღლება, რასაც ჩვენ ვპირდებით. ასე რომ, განსხვავება საკმაოდ დიდია და ეს განსხვავება იქნება ციფრებში გამოხატული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%