როგორც პირველი ტური, ისე მეორე ტური ეს არის უფრო ნეგატივზე აგებული, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა სუბიექტმა პატივი უნდა სცეს საარჩევნო კანონმდებლობას, ყველა სუბიექტმა პატივი უნდა სცეს მოქალაქეების უფლებას, რომ თავად, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერენ არჩევნებში მხარს.
ის მოუწოდებს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს, გამოიჩინონ მაქსიმალური კონსტრუქციულობა და უზრუნველყონ, რომ წინასაარჩევნო პროცესები მშვიდობიან გარემოში წარიმართოს.
„როგორც პირველი ტური, ისე მეორე ტური ეს არის უფრო ნეგატივზე აგებული. ისინი უფრო საუბრობენ არა იმაზე, თუ რატომ უნდა აირჩიო კონკრეტული კანდიდატი, არამედ იმაზე, თუ რატომ არ უნდა აირჩიო მისი ოპონენტი კანდიდატი. ზოგადად, იმედი მაქვს, რომ ეს არ გადავა რაღაც დაპირისპირებაში, როგორც ფიზიკურ, ასევე სხვადასხვა ისეთ შემთხვევებში, რაც არსებით გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
ცნობისთვის, სასტუმროში Holiday Inn-ში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მორიგი საერთო კრება მიმდინარეობს.