თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნების თარიღთან დაკავშრებით გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საჩივარი არ დააკმაყოფილა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, მოსამართლემ არ ისურვა პასუხისმგებლობა აეღო და საარჩევნო კოდექსის მუხლები ისე განემარტა, რომ მოქალაქეების უფლებები მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.
„სამწუხაროა, რომ სასამართლოს არ ეყო ძალმოსილება, რომ პასუხისმგებლობა აეღო და განემარტა საარჩევნო კოდექსის მუხლები იმდაგვარად, რომ უზრუნველეყო ამომრჩევლისთვის საყოველთაო პრინციპის რეალიზება და ყველა ამომრჩეველს, როგორც საქართველოში მცხოვრებს, ასევე მის ფარგლებს გარეთ მისცემოდა საშუალება თავისუფალი ნება გამოევლინა თავისუფალ საარჩევნო გარემოში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.